ინდოეთში არალეგალური მაღარო ჩამოინგრა
არის მსხვერპლი
1772385

ინდოეთში, ჯარხანდის შტატში არალეგალურ მაღაროში მომხდარი ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. შტატების პოლიციის წარმომადგენელმა სანჯიევ კუმარმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, ჯარხანდის შტატში მდებარე მაღარო ჩამოინგრა.
კუმარმა განაცხადა, რომ ნგრევის დროს ქვანახშირის მაღაროში არალეგალი მუშები იმყოფებოდნენ.
სამშენებლო ტექნიკით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს 5 ადამიანის ცხედარი იქნა ამოყვანილი, რომელთაგან 4 ქალია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.