ჯონსონი უკრაინას ეწვევა

ჯონსონი უკრაინას ეწვევა

1771339
ჯონსონი უკრაინას ეწვევა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რუსეთის მხრიდან საზღვარზე ჯარების განლაგებულ უკრაინას ეწვევა, რითაც იგი, უკრაინას სრულ მხარდაჭერას გამოიცხადებს. პრემიერ-მინისტრის ოფისიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი კიევს დღეს ეწვევა, სადაც პრეზიდენტის სასახლეში ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება. ჯონსონი ამ ვიზიტით, ასევე უკრაინის დახმარებისათვის რათა, შეამციროს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება, 88 მილიონ გირვანქა სტერლინგსაც გამოაცხადებს.

ვიზიტის წინ ჯონსონმა განაცხადა: „ყველა უკრაინელს აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს, როგორ იმართება. როგორც მეგობარი და დემოკრატიული პარტნიორი, ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას მათგან, ვინც ცდილობს უკრაინის განადგურებას.“

ჯონსონმა ასევე მოუწოდა რუსეთს უკან დაიხიოს და დიალოგში ჩაერთოს დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად, რათა მოსალოდნელი სისხლისღვრა თავიდან იქნეს აცილებული.  



მსგავსი ინფორმაციები