ბაიდენი და ალ სანი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ

ბაიდენი და ალ სანი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ

1771371
ბაიდენი და ალ სანი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კატარის ემირმა შეიხ თამიმ ბინ ჰამედ ალ სანიმ თეთრ სახლში შეხვედრისას განიხილეს მრავალი ორმხრივი და რეგიონალური საკითხი, მათ შორის ავღანეთი და გლობალური ენერგორესურსების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ბაიდენისა და ემირ ალ სანის შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა წერილობითი განცხადება გააკეთა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა სპარსეთის ყურის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდაზე, გლობალური ენერგორესურსების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ავღანეთის ხალხის მხარდაჭერასა და ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში დაფუძნებულ თვითმფრინავების მწარმოებელ Boeing-ისა და Qatar Airways-ს შორის გაფორმებული 20 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმებას ორივე ლიდერი მიესალმა.

ასევე აღინიშნა, რომ კატარსა და ამერიკი შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ნიშნად, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში გაღრმავდა, ბაიდენმა აღიარებს კატარს, როგორც „ნატოს არაწევრ დიდ პარტნიორად".


საკვანძო სიტყვები: #ალ სანი , #ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები