საფრანგეთში ცეცხლი წაუკიდეს მუსულმანურ ბაზარს

მას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია

1771086
საფრანგეთში ცეცხლი წაუკიდეს მუსულმანურ ბაზარს

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ბონ-ენკონტრში მოქმედ მუსლიმების კუთვნილ ბაზარს ცეცხლი წაუკიდეს. ფრანგული გაზეთ La Depeche-ს მიხედვით, ბონ-ენკონტრში ნოემბერში გახსნილ ბაზარს, წინა ღამეს ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო მის კედლებს ნაცისტების სიმბოლო, სვასტიკა დაახატეს. ამავე ინფორმაციით, ბაზრის ინტერიერი მთლიანად დაზიანდა, არის რამდენიმე მსუბუქად დაშავებულიც და პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ფრანგი მწერალი და პოლიტიკოსი თომას პორტესი თავისი Twitter-ის ანგარიშიდან ასე გამოეხმაურა ბაზრის დაწვას: "ასეთი რასისტული თავდასხმები საშინელებას წარმოადგენს, ამიტომ დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. ყველა კარგად ხედავს, თუ საით მიემართება უკიდურესი მემარჯვენეების იდეები.



მსგავსი ინფორმაციები