ევროკავშირი: „უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“

ევროკავშირი: „უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“

1770843
ევროკავშირი: „უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორია რა, მისი უსაფრთხოება, ევროკავშირის უსაფრთხოებაც არის.

ჯოზეფ ბორელმა რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სტატია დაწერა, რომელშიც იგი აცხადებს: „უკრაინა ჩვენი მეზობელი და პარტნიორია. მისი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა. რუსეთთან კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებისათვის ყველა ხერხს ვმართავთ რა, რუსეთისგან შესაბამის პასუხს ველოდებით. პრეტენზია იმის თაობაზე, რომ უკრაინის კრიზისთან მიმართებაში ევროკავშირი შესაბამის რეაგირებას არ ახდენს, სიმართლეს არ შეესაბამება. განსაკუთრებით საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფლება, ჩვენ მივყვებით უკიდურესად აქტიურ დიპლომატიას ამ კრიზისში. ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დაძაბულობის ესკალაცია.“



მსგავსი ინფორმაციები