პუტინმა, უკრაინის კრიზისთან მიმართებაში ერდოღანის შეთავაზება მიიღო
პუტინმა, უკრაინის კრიზისთან მიმართებაში ერდოღანის შეთავაზება მიიღო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით თურქეთში ჩავა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა სიამოვნებით მიიღო პრეზიდენტ ერდოღანის თურქეთში მოწვევა.
კრემლის პრესსპიკერმა, მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ერდოღანის მხრიდან პუტინის მიწვევის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „გარკვეული პაუზა იყო როგორც სამთავრობათაშორისო კომისიაში, ასევე კონტაქტებში, რომელსაც ხელმძღვანელობენ ორი ლიდერი. პუტინმა სიამოვნებით მიიღო ერდოღანის მოწვევა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს მოწვევა დაკმაყოფილდება, როგორც კი კოვიდ-19-ის პანდემია და შესაბამისი თარიღები ამის საშუალებას მოგვცემს.“
მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს, აშშ-ს მხრიდან რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წერილი პუტინმა პირადად წაიკითხა. პესკოვმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უარყვეს რუსეთის მთავარი შეშფოთება, ამიტომ, ოპტიმიზმის საფუძველი არ არის.
მეორეს მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ-ის პასუხი მოსკოვის უსაფრთხოების საკითხებზე პოზიტიური არ არის.
მსგავსი ინფორმაციები

პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“
პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“