ნიგერია „ლასას“ ეპიდემიას ებრძვის

დაღუპულთა რაოდენობა 26 კაამდე გაიზარდა

1769343
ნიგერია „ლასას“ ეპიდემიას ებრძვის

აფრიკის სახელმწიფო ნიგერიაში გავრცელებული ე.წ. „ლასას“ ციებ-ცხელების გამო, სიკვდილიანობა დღითიდღე იზრდება და დაღუპულთა რიცხვმა უკვე 26 კაცს მიაღწია. ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული ეპიდემიის გამო კიდევ 14 ადამიანი დაიღუპა და 3 იანვრის აქეთ საერთო დაღუპულთა რიცხვმა 26-ს მიაღწია, ხოლო საერთო ინფიცირებულთა რაოდენობამ კი დედაქალაქ აბუჯაში და კიდევ 11 პროვინციაში, 115-ს მიაღწია. გასულ წელს ლასას ცხელების ეპიდემიის შედეგად მთლიანობაში 102 ადამიანი დაიღუპა. ლასას ცხელება რომელიც პირველად 1969 წელს ნიგერიის ბორნოს შტატში. დაფიქსირდა, შემდეგში გავრცელდა აფრიკის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის მალიში, ტოგოში, განაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში, ხოლო 2019 წლის იანვარში, ნიგერიის მთავრობამ ლასას ცხელების გამო "გადაუდებელი მდგომარეობა" გამოაცხადა. დაავადება, რომელიც თაგვის განავალთან კონტაქტით გადადის, შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს ფატალური ჰემორაგიული ცხელება. ამიტომაც ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაიცვან ჰიგიენა და ხელით არ შეეხონ თაგვებს და სხვა მღრღნელებს


საკვანძო სიტყვები: #ლასას ციებ-ცხელება , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები