გერმანიამ აკრძალა PKK-სთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობა
ისინი ხსენებულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ფინანსურად და ორგანიზაციულად არიან დაკავშირებულნი

გერმანიის ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული აკრძალვა Mesopotamia/მესოპოტამიისა და "MIR Multimedia" სახელწოდბების მქონე გამომცემლობის საქმიანობის შესახებ, რადგან ისინი დაკავშირებულნი არიან და აქტიურად თანამშრომლობენ სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-სთან. ქალაქ ლაიფციგში გამართული სააპელაციო საქმის დასკვნით სხდომაზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ MIR Multimedia და Mesopotamia Publishing House პირადად, ფინანსურად და ორგანიზაციულად უკავშირდებიან და თანამშრომლობენ ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-სთან. „გამომცემლობა მესოპოტამიის კომერციული საქმიანობა მიზნად ისახავდა PKK-სთვის პროპაგანდისტული მასალების გავრცელებას და ამასთან PKK-სათვის ევროპული ორგანიზაციებისგან ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას. ხოლო MIR Multimedia-ც ასევე აფინანსებდა PKK-ს საქმიანობებს, რომლის გენერალური დირექტორიც კი PKK-ს წევრს წარმოადგენდა,“ აღნიშნულია სასამართლოს განაჩენში. გერმანიის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა 2019 წლის თებერვალში, Mesopotamia-ს და MIR Multimedia-ს გამომცემლობების საქმიანობები PKK-თან კავშირის მოტივით აკრძალა. ქურთული ტერორისტული ორგანიზაცია PKK, 1993 წლიდან შედის გერმანიაში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.
მსგავსი ინფორმაციები

შვედეთი და ფინეთი FETÖ-ს და PKK-ს ტერორისტების ექსტრადირებას არ ახდენს
შვედეთი და ფინეთი FETÖ-ს და PKK-ს ტერორისტების ექსტრადირებას არ ახდენს