აშშ-ი და მოკავშირეები უკრაინისადმი მხარდაჭერას აგრძელებენ

„ამ ჯერად აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის საკითხს განიხილავენ“

1769192
აშშ-ი და მოკავშირეები უკრაინისადმი მხარდაჭერას აგრძელებენ

ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შესაძლო კონფლიქტის დაწყებამდე, აშშ-ი მოკავშირეებთან, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ჯარების გაგზავნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ იუწყება ამერიკული სატელევიზიო არხი CNN-ი, რომელიც ეყრდნობა აშშ-ს ოფიციალური პირების გამონათქვამებს. “ უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინ, აშშ-ი და მოკავშირეთა ჯგუფი განიხილავენ დამატებით ათასობით ჯარის განთავსებას ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რათა ასე გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა მოსკოვის შესაძლო აგრესიის მიმართ,“ იუწყება CNN. მისივე ინფორმაციით, რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი არიან ის ქვეყნები, რომლებშიც დამატებითი სამხედრო ძალების განთავსებას განიხილავენ, თუმცა, აშშ-ს და მოკავშირეებს ამ საკითხზე "საბოლოო გადაწყვეტილება“ ჯერაც არ მიუღიათ და ამ მხრივ “ორმხრივი მოლაპარაკებები“ ჯერ კიდევ გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #მოკავშირეები , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები