უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ბაიდენი პუტინს სანქციებს დაუწესებს

ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვებს დედაქალაქ ვაშინგტონში მცირე საწარმოში ვიზიტისას უპასუხა

1768299
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ბაიდენი პუტინს სანქციებს დაუწესებს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში ნებისმიერ მომენტში შეჭრის საფრთხე გრძელდება, მაგრამ მათ არ აქვთ ვარაუდი, ეს როდის მოხდება.

„ჩვენ ვერ ვკითხულობთ (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ) პუტინის აზრებს."- თქვა ფსაკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მზადყოფნაშია ყველა სახის სცენარისთვის და დაამატა: „ჩვენთვის სასურველი გზა დიპლომატიაა, მაგრამ ვხედავთ, რომ სასაზღვრო რეგიონში აქტიურობა გაიზარდა“.

ფსაკის თქმით, ბაიდენის ამჟამინდელი აქცენტი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზეა გამახვილებული. „დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, ბაიდენს არ აქვს განზრახვა ან სურვილი უკრაინაში ჯარების გაგზავნის“.-აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

იმავდროულად, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა სანქციები დაუწესოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვებს დედაქალაქ ვაშინგტონში მცირე საწარმოში ვიზიტისას უპასუხა.

ჟურნალისტის შეკითხვას „დაუწესებთ თუ არა სანქციებს პუტინს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება?“ ბაიდენმა უპასუხა „დიახ“.

აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 8500 ამერიკელი ჯარისკაცი მზადყოფნაშია ნატოს აღმოსავლეთ ფრთის ქვეყნების დასაცავად და ამ ჯარისკაცების ნაწილი შესაძლოა ევროპაში გადავიდეს უახლოეს მომავალში. „ნატოს არც ერთ ქვეყანას არ შეეშინდეს, ჩვენ, როგორც ნატო, მათ დასაცავად გამოვალთ.“-თქვა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში შესაძლო შეჭრას ეკონომიკური შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის და დაამატა: "ჩვენ არ ვგეგმავთ ამერიკელი ან ნატოს ჯარისკაცების უკრაინაში განთავსებას".

ჯო ბაიდენის თქმით, მან გააფრთხილა პუტინი, რომ შეჭრის საფასური "ძალიან მძიმე იქნება". "მე ვუთხარი მას, რომ თუ ის შევა უკრაინაში მთელი თავისი საზღვარზე მყოფი ჯარით, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს სიტუაცია მთელ მსოფლიოს შეცვლის.”-თქვა მან.



მსგავსი ინფორმაციები