მექსიკის ერთ-ერთ საპატიმროში ჩხუბს 8 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკის ერთ-ერთ საპატიმროში ჩხუბს 8 ადამიანი ემსხვერპლა
1768669

მექსიკის ქალაქ კოლიმას ცოხეში პატიმრებს შორის ჩხუბის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ქალაქის სოციალური რეინტეგრაციის ცენტრში (CERESO) პატიმართა ჯგუფებს შორის შეტაკება მოხდა. ჩხუბის დროს, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი და საჭრელი საგნები გამოიყენეს, 8 პატიმარი დაიღუპა და 7 დაშავდა. პროვინციის გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპული პატიმრების ოჯახებს.
ციხეში ვითარება კონტროლირებადია.