იტალიის ახალი პრეზიდენტი საპარლამენტო კენჭისყრის მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა

მესამე ტური ხვალ გაიმართება

1768558
იტალიის ახალი პრეზიდენტი საპარლამენტო კენჭისყრის მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა

“დიდი საარჩევნო პარლამენტის“ კენჭისყრის მეორე ტურიც, რომელიც იტალიის მე-13 პრეზიდენტის დასადგენად შეიკრიბა, კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ქვეყნის საპრეზიდენტო საარჩევნო კანონის თანახმად, 1009 წევრისგან შემდგარი საარჩევნო პარლამენტი, რომელიც შედგება პარლამენტის ზედა პალატის,  რესპუბლიკის სენატის 315 სენატორისა და 6 უვადო სენატორისგან, ასევე ქვედა პალატის წარმომადგენელთა სენატის 630 დეპუტატისგან და კიდევ 20 ადმინისტრაციული რეგიონის 58 წარმომადგენლისგან, მეორე ტურის კენჭისყრაზეც, კოვიდ-19 ეპიდემიის წინააღმდეგ მკაცრი ზომების დაცვით შეიკრიბა, მაგრამ გამარჯვებისათვის საჭირო 673 ხმა, ვერც ერთმა კანდიდატმა მოაგროვა, რადგან კენჭისყრის მეორე ტურში მონაწილე 976 ხმიდან 527 ცარიელი აღმოჩნდა. იტალიის ახალი პრეზიდენტის გამოსავლენად პარლამენტში კენჭისყრის მესამე ტური ხვალ გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები