აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გასცა

რუსეთმა უსაფრთხოების შეთავაზებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან წერილობითი პასუხი  მიიღო

1768880
აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გასცა

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიება საბოლოო ჭრილში შედის...

რუსეთმა განაცხადა, რომ გასულ თვეს წარდგენილ უსაფრთხოების შეთავაზებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან წერილობითი პასუხი  მიიღო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ელჩი მოსკოვში ჯონ სალივანი სამინისტროს შენობაში მივიდა და შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე გრუშკოს. „აშშ-ს ელჩმა რუსეთის უსაფრთხოების შეთავაზებებთან დაკავშირებით აშშ-ს წერილობითი პასუხი გადასცა“.- აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ მიერ გადაცემული წერილის შინაარსს არ გაამჟღავნებენ, „ისინი ღია არიან დიალოგისთვის და უპირატესობას ანიჭებენ დიპლომატიას“ და რომ იგივე დამოკიდებულებას ელიან რუსული მხარისგანაც.

”ჩვენ რუსეთს გავაცანით ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების შეშფოთება.” - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დაამატა: „დანარჩენი რუსეთის გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სიტუაციისთვის. რუსეთის (უკრაინაზე) აგრესიის შემთხვევაში ჩვენ არ დავუშვებთ გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს.“ მისივე თქმით, მოსკოვის უსაფრთხოების შეთავაზებებს ასევე წერილობით პასუხს გასცემს ნატო. ამერიკელმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ნატოში არ მიღების წინადადება უარყვეს.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები