ნატოს წვრთნები ხმელთაშუა ზღვაში

ნატოს წვრთნები ხმელთაშუა ზღვაში

1767884
ნატოს წვრთნები ხმელთაშუა ზღვაში

ნატოს განცხადებით, მათი საზღვაო ძალების სარდლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის მოკავშირე ქვეყნების ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში პატრულირებას ახორციელებენ.

ნატოს ცნობით, სწავლება სახელწოდებით „Neptune Strike 2022“ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, რომელიც ორშაბათ დღეს დაიწყო და 4 თებერვლამდე გაგრძელდება.

წვრთნებში მონაწილეობას იღებს ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი და მისი თანმხლები ჯგუფი.

„ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ავიამზიდი თავის ჯგუფთან ერთად ნატოს მეთაურობის ქვეშ მოექცა“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები