იტალიას მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება

კენჭისყრის პირველი ტური პარლამენტში  უშედეგოდ დასრულდა

1768078
იტალიას მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება

“დიდი საარჩევნო პარლამენტის“ კენჭისყრის პირველი ტური, რომელიც იტალიის მე-13 პრეზიდენტის დასადგენად შეიკრიბა, უშედეგო აღმოჩნდა. ქვეყნის საპრეზიდენტო საარჩევნო კანონის თანახმად, 1009 წევრისგან შემდგარი საარჩევნო პარლამენტი, რომელიც შედგება პარლამენტის ზედა პალატის,  რესპუბლიკის სენატის 315 სენატორისა და 6 უვადო სენატორისგან, ასევე ქვედა პალატის, წარმომადგენელთა სენატის 630 დეპუტატისგან და კიდევ 20 ადმინისტრაციული რეგიონის 58 წარმომადგენლისგან, პირველ ტურის კენჭისყრაზე, კოვიდ-19 ეპიდემიის წინააღმდეგ მკაცრი ზომების დაცვით შეიკრიბა, მაგრამ პირველ ტურში გამარჯვებისათვის საჭირო 672 ხმა, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. იტალიის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის მეორე ტური ხვალ გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #იტალია

მსგავსი ინფორმაციები