პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა

„რუსეთი-უკრაინის კრიზისთან მიმართებაში შუამდგომლობის როლს შევითავსებთ“

1766477
პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა და აღნიშნა, რომ მშვიდობისთვის შუამდგომლობისთვის მზად არიან. პრეზიდენტმა სტამბოლში დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა: „რუსეთ-უკრაინას შორის კრიზისი ოკუპაციაში, ან კიდევ ომში, რომ გადაიზარდოს, რეგიონისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. მსგავსი სცენარები რადგან სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის, ამ რეგიონისთვის, ჩვენ, როგორც თურქეთი, არ ვეთანხმებით არეულობის გაჩენას უკრაინაში, რომლის მოსახლეობაც თითქმის 40 მილიონია, და ასვე რუსეთში. თურქეთს აქვს ურთიერთობა რუსეთთან. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები აგრძელებს განვითარებას ყველა საკითხში, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, კულტურულ და სხვა სფეროებში. ასევე კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაინასთან. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ, რომ ეს პოზიტიური მოვლენები ნეგატიურად გადაიზარდოს რუსეთ-უკრაინას შორის შესაძლო დაძაბულობის გამო. სწორედ ამის ფარგლებში, თურქეთს შეუძლია შუამავალი იყოს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად. მე უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ ამ საკითხში ჩვენი მოვალეობისთვის. ახლო ხანში ვიზიტი მაქვს უკრაინაში, შესაძლოა ასევე ვეწვიო რუსეთსაც, ან კიდევ სატელეფონო საუბარი გავმართო ბატონ პუტინთან. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ ჩვენზე დაკისრებული ვალდებულება პირნათლად შევასრულოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები