ესპანეთი შავ ზღვაში 2 ხომალდს აგზავნის

ესპანეთი შავ ზღვაში 2 ხომალდს აგზავნის

1766209
ესპანეთი შავ ზღვაში 2 ხომალდს აგზავნის

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ ნატოს ორგანიზაციასთან ერთად შავ ზღვაში 2 ხომალდს გაგზავნიან. რობლესმა სამხედრო ცენტრში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და  განაცხადა, რომ 3-4 დღეში ორი ესპანური სამხედრო ხომალდი (Blas de Lezo და Meteoro) ნატოს მისიის ფარგლებში შავ ზღვაში გაემგზავრება. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ ისინი განიხილავენ ბულგარეთში ავიაბაზის განლაგების შესაძლებლობას, რომელიც ამჟამად ნატოს მისიის ფარგლებში ლიტვაშია განლაგებული.

მან, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული საკითხიც შეაფასა და აღნიშნა: „რუსეთი ვერცერთ ქვეყანას ვერ მიუთითებს, რომ რა უნდა გააკეთოს, ნატო კი დაიცვას ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ამ ალიანსში გაწევრიანება სურს.“



მსგავსი ინფორმაციები