ევროკავშირმა, ნატომ, ეუთომ და აშშ-მა რუსეთ-უკრაინის კრიზისი განიხილეს

ევროკავშირმა, ნატომ, ეუთომ და აშშ-მა რუსეთ-უკრაინის კრიზისი განიხილეს

1765628
ევროკავშირმა, ნატომ, ეუთომ და აშშ-მა რუსეთ-უკრაინის კრიზისი განიხილეს

ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს (ნატო) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის როტაციულ თავმჯდომარეს შორის პირველად გაიმართა ოთხმხრივი საკოორდინაციო შეხვედრა უკრაინის საზღვარზე რუსეთის გამაგრებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე.

სატელეფონო საუბარში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ეუთოს როტაციულმა თავმჯდომარე პოლონეთის წარმომადგენელმა.

სტოლტენბერგმა საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში თქვა: ”ერთობის ძლიერი სიგნალი ასეთ კრიტიკულ დროს.”

ბორელის ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბრის დროს განხიული იქნა უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო გამაგრება. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი, მკაფიო და ერთიანი ტრანსატლანტიკური ფრონტის ჩვენებით მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილ სიტუაცია დიპლომატიური ძალისხმევით  მოაგვარონ და რომ ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ასევე მიწვეული იქნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები