ბაიდენი კიდევ ერთხელ დაემუქრა რუსეთს

რუსეთის უკრაინაში შეჭრას "კატასტროფული" შედეგები მოჰყვება

1765734
ბაიდენი კიდევ ერთხელ დაემუქრა რუსეთს

 

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთი შეიძლება უკრაინაში შეიჭრას, მაგრამ ეს შეჭრა მისთვის "კატასტროფული" იქნება, რადგან მას ისეთი მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, როგორც არასდროს. “უკრაინაში შეიჭრება თუ არა, ეს რუსეთის გადასაწყვეტია. მაგრამ თუ უკრაინაში მცირეოდენი ინტერვენციაც კი მოხდება, ეს დამღუპველი იქნება რუსეთისთვის." - ხაზგასმით აღნიშნა ბაიდენმა. მისივე თქმით, მათ უკვე გაუგზავნეს უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება და თუ რუსეთი მაინც  შეიჭრება უკრაინაში, ამას მეტად სერიოზულ შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის როგორც მოკლე, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში და ამ დროს რუსული ბანკებიც  ვერ შეძლებენ დოლართან ბრძოლას. ბაიდენმა ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, უკრაინა არ გაწევრიანდეს ნატოში. “ყველა ქვეყანას აქვს უფლება გაწევრიანდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უკრაინა მოკლევადიან პერიოდში ვერ შესძლებს ნატოს პირობების შესრულებას და მასში გაწევრიანებას.“ - აღნიშნა ბაიდენმა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები