აშშ: „რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს თავს დაესხას უკრაინას“

აშშ: „რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს თავს დაესხას უკრაინას“

1764849
აშშ: „რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს თავს დაესხას უკრაინას“

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას. მან ამის შესახებ, თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს, უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის შეფასების დროს განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საკითხთან დაკავშირებით, უკრაინას და გერმანიას ეწვევა, რა დროსაც სწორედ რომ უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის შემცირების საკითხი იქნება განხილული.

„ახლა სიტუაცია ძალიან სახიფათოა. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთმა შეიძლება ნებისმიერ დროს განახორციელოს თავდასხმა უკრაინაზე. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა  ჟენევის შეხვედრაზე ცხადყო, რომ ამ საკითხს დიპლომატიური გზა აქვს და რომ პუტინისა და რუსების გადასაწყვეტია, განიცდის თუ არა ის უკრაინაში შეჭრის მძიმე ეკონომიკურ შედეგებს,“ განაცხადა ჯენ ფსაკიმ.  



მსგავსი ინფორმაციები