მექსიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს
მექსიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს
1764226
მექსიკის ჩრდილო-დასავლეთში, ბაჟა კალიფორნიაში, კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს. მექსიკის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფოტორეპორტიორ მარგარიტო მარტინესს ქალაქ ტიხუანაში საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს და მოკლეს. 49 წლის მარტინესი ბოლო 10 წელია პოლიციის წყაროებზე და ანგარიშებზე, მათ შორის მაღალი დონის კრიმინალურ ქმედებებზე მუშაობდა.
მომხდართა დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
ცნობისათვის, ქვეყანაში 2000 წლიდან მოყოლებული მოკლული ჟურნალისტების რაოდენობამ 130-ს გადააჭარბა.
მსგავსი ინფორმაციები

შვედეთის და ფინეთის დელეგაციები დღეს თურქეთთან შეხვედრას გამართავენ
შვედეთის და ფინეთის დელეგაციები დღეს თურქეთთან შეხვედრას გამართავენ