გერმანიაში საეჭვო ხანძარი გაუჩნდა მეჩეთის ეზოს

პოლიციამ დაიწყო ამ ინციდენტის გამოძიება

1763873
გერმანიაში საეჭვო ხანძარი გაუჩნდა მეჩეთის ეზოს

გერმანიის ქალაქ კემნიცი ფათიჰის სახელობის მეჩეთის ეზოში გაჩენილი  საეჭვო ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ეს მეჩეთი ექვემდებარება თურქულ-ისლამური რელიგიური კავშირის ორგანიზაციას. კემნიცის პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღამით გაჩენილი ხანძრის გამო დაიწყო მრავალმხრივი გამოძიება. მეჩეთის ხელმძღვანელმა ენის სეზგიმ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ხანძარი და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დროდადრო მეჩეთის საფოსტო ყუთში, ისლამის საწინააღმდეგო მულტფილმებს ყრიდნენ. მისივე თქმით, გამოძიების შემდეგ გაირკვევა, ეს იყო ჩვეულებრივი ხანძარი, სპეციალურად გამოწვეული ხანძარი თუ უკიდურეს მემარჯვენეთა თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #მეჩეთი , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები