აშშ-ში დიდთოვლობისა და ყინვის შედეგად  ათასობით ავიარეისი გაუქმდა

აშშ-ში დიდთოვლობისა და ყინვის შედეგად  ათასობით ავიარეისი გაუქმდა

1763698
აშშ-ში დიდთოვლობისა და ყინვის შედეგად  ათასობით ავიარეისი გაუქმდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობისა და ყინვის შედეგად  ბოლო მონაცემებით, 2280 ავიარეისი გაუქმდა.  

FlightAware-ს ვებსაიტმა, რომელიც აკონტროლებს ფრენის სტატუსს, გამოაცხადა, რომ გუშინ  ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე დუგლასის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების 90 პროცენტი გაუქმდა. აშშ-ს ეროვნული ამინდის სამსახურის (NWS) მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ჩრდილოეთ კაროლინას, სამხრეთ კაროლინას, ჯორჯიასა და ვირჯინიის შტატებში შტორმის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მეორეს მხრივ, აშშ-ში დიდთოვლობისა და ყინვის შედეგად 221 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.



მსგავსი ინფორმაციები