ანტონიო გუტერეში რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას ეხმაურება
ანტონიო გუტერეში რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას ეხმაურება

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება „ევროპისთვის და მსოფლიოსთვის“ კატასტროფული იქნება. გუტერეშმა, გაეროს გენშტაბში გამართული პრესკონფერენციის დროს რუსეთ-აშშ-სა და ნატოს შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეაფასა. გუტერეშმა განაცხადა, რომ არსებული დაძაბულობა ყველას აწუხებს.
„ვფიქრობ, რომ ყველა არის შეშფოთებული დაძაბულობის ესკალაციის გამო. უკიდურესად მნიშვნელოვანია, დიალოგი გაგრძელდეს, რათა მოინახოს გზა სიტუაციის განმუხტვისთვის. თავიდან უნდა იყოს აცილებული ნებისმიერი კონფრონტაცია, რაც კატასტროფა იქნება ევროპისთვის და მსოფლიოსთვის,“ განაცხადა გუტერეშმა პრესკონფერენციის დროს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-აშშ და ნატოს შორის უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
მსგავსი ინფორმაციები

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 960-მდე გაიზარდა
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 960-მდე გაიზარდა