აშშ სახმელეთო ჯარებში მონაწილეებს 50 ათას დოლარამდე ბონუსს მიანიჭებს
აშშ სახმელეთო ჯარებში მონაწილეებს 50 ათას დოლარამდე ბონუსს მიანიჭებს
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო უჭირს ჯარისკაცების დაკომპლექტება, 6 წლის ვადით სახმელეთო ჯარებში გაწევრიანების მსურველებს, მონაწილეობის 50 ათას დოლარამდე ბონუსს მიანიჭებს. ამერიკულ სააგენტო Associated Press-თან (AP) საუბრისას, სახმელეთო ჯარების სამხედრო სამსახურის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა კევინ ვერინმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის გავრცელებამ გამოიწვია კონკურენტული სამუშაო ბაზრის გაჩენა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამან ასევე შექმნა სირთულეები მათთვის ანუ, ჯარისკაცების რეკრუტირება აშშ-ს არმიისთვის. მისივე თქმით, სახმელეთო ძალებში რთული პროცესი აქვთ დაკომპლექტებისას და რომ მათი აზრით, რამდენიმე ცვლილება, ისევე როგორც დამატებითი თანხა, დაარწმუნებს კვალიფიციურ ახალგაზრდებს გაწვევაში. ვერინმა აღნიშნა, რომ ისინი მიზნად ისახავენ დაახლოებით 57,500 ახალი ჯარისკაცის გადაბირებას წელს, ისევე როგორც გასულ წელს, რათა სახმელეთო ჯარისკაცების რაოდენობა ამ დონეზე შენარჩუნდეს, რაც დაახლოებით 485 ათასია.
შეგახსენებთ, რომ ვინაიდან აშშ-ში სამხედრო სამსახური სავალდებულო არ არის, არასამხედრო პერსონალი დასაქმებულია დროებით.