ბლინკენსა და კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

განიხილეს რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილი ბოლო ვითარება

1761450
ბლინკენსა და კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

 

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენტონი ბლინკენმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ დიმიტრო კულებამ, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომამდე,  აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის შედეგები და რუსეთის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბლინკენსა და კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზედაც რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილი ბოლო ვითარება განიხილეს და საერთო შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ უკრაინაში და მის საზღვრების გარშემო კონცენტრირებული სამხედრო ტექნიკის მიმართ და ამერიკელმა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კიევს. ბლინკენმა  თავისი მოლოდინები გამოთქვა ასევე ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომის მიმართ, რომელიც  ავსტრიის დედაქალაქ ვენაში  ხვალ, 13 იანვარს გაიმართება.  “ბლინკენმა გაიმეორა, რომ თუ რუსეთი კონფლიქტისა და ესკალაციის გზას აირჩევს, მაშინ აშშ-ი და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან მძიმე სანქციები დაუწესონ რუსეთს და კატასტროფული ზარალი მიაყენონ მის ეკონომიკას, გააძლიერონ თავიანთი ყოფნა ნატოს ფრონტის პირა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის თავდაცვისადმი დახმარება და მხარდაჭერა.“- აღნიშნა პრაისმა.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები