როდის დატოვებენ ყაზახეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები?
როდის დატოვებენ ყაზახეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები?
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება.
თოყაევმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ყაზახეთის წინააღმდეგ ტერორისტული ომი დაიწყო რა, ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციის ყველაზე რთული ნაწილი დაძლეულია და ვითარება დასტაბილურდა.
„ყაზახეთმა, კანონიერი მოთხოვნა გაუგზავნა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიყავით ალმათიზე კონტროლის სრული დაკარგვის ზღვარზე. ალმათი რომ დაგვეკარგა, დავკარგავდით დედაქალაქს და შემდეგ მთელ ქვეყანას. სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებულად დასრულდა, ორ დღეში დაიწყება სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა,“ განაცხადა თოყაევმა.
ცნობისათვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო, 2 ათას 300 ჯარისკაცი და 250 ტექნიკა განალაგა. ხსენებული ორგანიზაციის სამშვიდობო ძალები 10 დღეა უკვე იქ იმყოფებიან.