შვეიცარიელი ჟურნალისტი პკკ-ას თვითნებობაზე წერს

“ექვსმა ტერორისტმა თვითნებურად აწამა 1 მზარეული“

1759846
შვეიცარიელი ჟურნალისტი პკკ-ას თვითნებობაზე წერს

 

შვეიცარიელმა ჟურნალისტმა, გაზეთ Berner Zeitung-ის თანამშრომელმა კურტ პელდამ, მათ ქვეყანაში მცხოვრები  და სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK/KCK-ს წევრი 6 კაცის მიერ, “დამბეზღებლის“ ბრალდებით თვითნებურად შეპყრობილი 1 მზარეულის წამების შესახებ დაწერა სტატიაში სათაურით: "წამება ბიელის პიცერიის სარდაფში," რომელიც ასევე ეხება შვეიცარიის ხელისუფლებასა და PKK-ს შორის ურთიერთობასაც. შვეიცარიელი ჟურნალისტის თქმით, წამების მსხვერპლი, რომელიც რესტორანში მზარეულად მუშაობდა, ტერ-ორგანიზაციის სახელით 6 საათზე მეტ ხანს ჰყავდათ ე.წ. “დაკითხვაზე“ და სიკვდილითაც ემუქრებოდნენ. ოლქის პროკურორის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი მოხდა 2019 წლის მაისში და პკკ-ას 6 წევრი მზარეულს რესტორნის სარდაფში 6 საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ასე წამებით აიძულებდა ვითომცდა მის მხრიდან “დაბეზღების“ აღიარებას. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა აიდინ კ-მ, (სახელი შეცვლილია)  თურქეთში მცხოვრები PKK-ს წევრი რესტორნის მფლობელი დააბეზღა, რის შედეგადაც იგი თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა აიდინ კ.-მ, უარყო მის მიმართ წაყენებული ეს ბრალდება. ჟურნალისტი პელდა იტყობინება, რომ წამებაში მონაწილე 6 ადამიანიდან 4 გაასამართლეს, ხოლო ორმა მოახერხა ქვეყნიდან გაქცევა. სხვათაშორის ჟურნალისტი შვეიცარიის ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს ამ საქმესთან დაკავშირებით “საკამათოს“ უწოდებს და  2 ტერორისტის გაქცევაში პირდაპირ ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს.


საკვანძო სიტყვები: #PKK , #პკკ , #შვეიცარია

მსგავსი ინფორმაციები