თოკაევი: „წესრიგი დიდწილად აღდგა“

„შეიარაღებულ ძალებს უფლება მივეცი ტერორისტებს ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან“

1758604
თოკაევი: „წესრიგი დიდწილად აღდგა“

ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.

ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თოყაევმა ხელისუფლებასთან შეხვედრა გამართა ტერორიზმთან ბრძოლის თემაზე.

„ბანდიტების გამო არა მხოლოდ ადმინისტრაციული შენობები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის პირადი საკუთრებაც დაზარალდა. ისინი არ საუბრობენ ასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, აცხადებს თოყაევი,  ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აქციის დროს დაღუპული უსაფრთხოების თანამშრომლების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 2 იანვარს თხევადი აირის (LNG) ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე პრეზიდენტმა თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. მოვლენების განვითარების ფონზე პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები