ჯონსონსა და ბენეტს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

„ბირთვულ პროგრამაზე ირანთან შეთანხმების მისაღწევად დრო იწურება“

1757348
ჯონსონსა და ბენეტს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბირთვულ პროგრამაზე ირანთან შეთანხმების მისაღწევად დრო, თანდათანობით იწურება. პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ჯონსონს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან და მრავალ სხვა საკითხთან ერთად, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებიც განიხილეს. შეხვედრის დროს ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს, ვენის მოლაპარაკებების მყარი შეთანხმებით დასრულება სურს, რისთვისაც კეთილსინდისიერად უნდა მოიქცეს თეირანი. „დიპლომატიური კარი მართალია ღიაა, მაგრამ შეთანხმების მისაღწევად დრო თანდათანობით იწურება“, განაცხადა ჯონსონმა.



მსგავსი ინფორმაციები