ევროკავშირ-ნატოს შორის უკრაინის საკითხი იქნა განხილული

ჯოზეფ ბორელი იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა

1757230
ევროკავშირ-ნატოს შორის უკრაინის საკითხი იქნა განხილული

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში გამგზავრების წინ, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. ბორელის ოფისიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვარზე წარმოებული სამხედრო წვრთნები და  მოსკოვის უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სა და ნატოსთვის იქნა განხილული. ბორელმა და სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაუჭირეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარი რა, ასევე ისაუბრეს 12 იანვარს დაგეგმილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის მომზადების შესახებ. სატელეფონო საუბრის დროს ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი დისკუსია უნდა წარიმართოს ისე, რომ გააძლიეროს ვალდებულებები და უსაფრთხოება ეუთოსა და გაეროს ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვარზე ბოლო დროს გაზრდილი სამხედრო წვრთნების გამო დასავლეთსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა საგრძნობლად გაიზარდა.

მეორეს მხრივ,  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართა თავის ბრიტანელ კოლეგა, ლიზ ტრასისთან რა დროსაც, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს.



მსგავსი ინფორმაციები