ჯო ბაიდენი ვლადიმერ ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ჯო ბაიდენი ვლადიმერ ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს

1755950
ჯო ბაიდენი ვლადიმერ ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მისცა პირობა, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის მისი ქვეყნის და პარტნიორების ვალდებულების თაობაზე, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთის, მის ქვეყანაში შეჭრის შემთხვევაში. თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თაბახმად, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის დროს, ბაიდენმა უთხრა ზელენსკის: „აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევაში.“ ორივე ქვეყნის ლიდერმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის მიმართ ნატო-რუსეთის საბჭოზე, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება. ამავე ინფორმაციით, ბაიდენმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა მისი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დონბასში დაძაბულობის შესამცირებლად და აქტიური დიპლომატია მინსკის შეთანხმების განხორციელებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები