აბდალა ჰამდუკი თანამდებობიდან გადადგა

აბდალა ჰამდუკი თანამდებობიდან გადადგა

1755949
აბდალა ჰამდუკი თანამდებობიდან გადადგა

სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდუკი თანამდებობიდან გადადგა. ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს გამკეთებელმა ჰამდუკიმ აღნიშნა: „სუდანის ხალხისთვის გზა გასახსნელად, მე გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება. სუდანის რევოლუცია თავისი მიზნებისკენ მიიწევს.“

ჰამდუკმა სატელევიზიო მიმართვის დროს ასევე განაცხადა, რომ ქვეყანამ გაიარა სახიფათო შემობრუნება, რომელიც საფრთხეს უქმნის მის არსებობას, თუ ის მოკლე დროში არ გამოსწორდება. მან ასევე დასძინა, რომ ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო კრიზისიდან გამოყვანის მიზნით იგი შეხვდა ყველა პოლიტიკურ თუ სხვა წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ სუდანში გასული წლის, 25 ოქტომბრის დილით, ჯარისკაცებმა პრემიერ-მინისტრი აბდულა ჰამდუკი და რამდენიმე სხვა პოლიტიკოსი დააკავეს. ცოტა ხნის წინ ჰამდუკი გაათავისუფლეს.

არმიის გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სუვერენული საბჭოსა და მთავრობის დაშლა გამოაცხადა. მან დასძინა, რომ სუდანში მოსახლეობის ყველა სეგმენტის მონაწილეობით ტექნოკრატიული მთავრობა შეიქმნებოდა. ამ მოვლენების კვალდაკვალ გამართული საპროტესტო აქციების დროს ბოლო მონაცემებით 56 ადამიანი დაიღუპა.

მეორეს მხრივ, არმია კი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაში პარტნიორი იქნება მანამ, სანამ მთავრობა არ ჩამოყალიბდება, რომელიც 2023 წლის ივლისში უნდა იქნეს არჩეული.



მსგავსი ინფორმაციები