სუდანში გაეროს ჰუმანიტარული დახმარება შეჩერებულია

2 მილიონამდე ადამიანს შიმშილი ემუქრება

1755313
სუდანში გაეროს ჰუმანიტარული დახმარება შეჩერებულია

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP) ჰუმანიტარული დახმარება სუდანში შეაჩერა მას შემდეგ, რაც 28 დეკემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, დარფურის მახლობლად მდებარე ქალაქ ალ-ფაშირში მილიონობით ადამიანზე გასაცემი საკვები პროდუქტი, შეიარაღებული მძარცველების მხრიდან გატაცებულ იქნა. ამავე განცხადებით, შეიარაღებული ძარცვის დროს მთლიანობაში 1900 ტონა საკვები გაიტაცეს, რითაც შიმშილის პირისპირ დადგა 2 მილიონამდე ადამიანი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო ეს ფაქტი და  სუდანის მთავრობას მოუწოდა, გაეროს დახმარების საქმიანობებისთვის უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. როგორც ცნობილია, ამ ქვეყანაში პრემიერ მინისტრი აბდულა ჰამდუკი და მრავალი პოლიტიკოსი უსაფრთხოების ძალებმა 25 ოქტომბერს დილით დააკავეს. სუდანის არმიის სარდალმა აბდულფეტაჰ ალ-ბურჰანმა განაცხადა, რომ მათ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა, მთავრობა გადააყენეს და შექმნიან ტექნოკრატიულ მთავრობას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის ყველა სეგმენტი. ამის შემდეგ აბდულა ჰამდუკმა, რომელიც ხელახლა აირჩიეს პრემიერ მინისტრად, 21 ნოემბერს ხელი მოაწერა პოლიტიკურ შეთანხმებას, რათა  25 ოქტომბრის სამხედრო ინტერვენციის შემდგომი  ხელისუფლების კრიზისი დასრულებულიყო. ამ პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, ქვეყანაში 25 ოქტომბერს დაწყებული დემონსტრაციები არ დასრულებულა და ნელი ტემპით, მაგრამ, მაინც გრძელდება. სუდანის არმიის განცხადებით, მათ ოქტომბერში  კანონით მინიჭებული უფლებამოსილება  გამოიყენეს, რითაც აღკვეთეს ქვეყნის დაყოფა და ახლა, ისინი  ხელისუფლების პარტნიორი იქნებიან 2023 წლის ივლისში დანიშნულ არჩევნებამდე.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #გაერო , #სუდანი

მსგავსი ინფორმაციები