სეული და ვაშინგტონი შეთანხმდნენ კორეის ომის დასრულებაში

ეს შეთანხმება მიზნად ისახავს კორეის ნახევარკუნძულზე გრძელვადიან მშვიდობას

1755315
სეული და ვაშინგტონი შეთანხმდნენ კორეის ომის დასრულებაში

სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ აშშ-თან შეთანხმებას მიაღწია დეკლარაციის პროექტზე, რომელიც ოფიციალურად დაასრულებს კორეის ომს. საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩუნგ ეიუ-იონგმა განაცხადა, რომ აშშ-თან შეთანხმებას მიაღწიეს ომის დასრულების მნიშვნელობაშიც და დეკლარაციის ტექსტის პროექტშიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმაც განაცხადა, რომ ისინი კატეგორიულნი არიან ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგისა და დიპლომატიის გზით მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე რა, ამ მიზნით გააგრძელებენ ფხენიანთან ურთიერთობასაც, რათა უზრუნველყონ კონკრეტული პროგრესი. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ-ი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა პრინციპში შეთანხმდნენ კორეის ომის ოფიციალურ დასრულებაზე. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რი ტაე სონგმა  კი, ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ ფხენიანის ადმინისტრაცია არ მიიღებს ომის დასრულების რაიმე ფორმალურ მცდელობას, თუ აშშ-ი არ დაასრულებს თავის „მტრულ პოლიტიკას“.


საკვანძო სიტყვები: #ვაშინგტონი , #სეული

მსგავსი ინფორმაციები