ჯანმო „ომიკრონ“ ვარიანტს „საშიშ ცუნამს“ უწოდებს

ჯანმო „ომიკრონ“ ვარიანტს „საშიშ ცუნამს“ უწოდებს

1754703
ჯანმო „ომიკრონ“ ვარიანტს „საშიშ ცუნამს“ უწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) „ომიკრონ“ ვარიანტი კაცობრიობისთვის  „საშიშ ცუნამს“ წარმოადგენს. მისივე თქმით, ეს ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.

გებრეიესუსმა, ჟენევაში მდებარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან გავრცელებული კოვიდ-19-ის პანდემიის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ვიდეოკონფერენციის მეშვეობით  პრესკონფერენცია გამართა.

„ორი წლის წინ, მაშინ როდესაც ადამიანები ახალი წლის აღსანიშნავად ემზადებოდა,  ახალი გლობალური საფრთხე გაჩნდა. კოვიდ-19-ის გამო 2020 წელს 1,8 მილიონი, ხოლო 2021 წელს 3,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. არსებობს გარკვეული ჭორები, რომ ომიკრონი უფრო მსუბუქი ან ნაკლებად მძიმეა. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რო ომიკრონი უფრო საშიშია. შეიძლება ითქვას, რომ კოვიდ-19-ის ეს ვარიანტი „საშიშ ცუნამად“ გადაიქცეს.  ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპის გამო შესაძლოა გაიზარდოს ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ჩვენ უკვე ვთქვით ეს და ჩვენ ამას ვხედავთ,“ განაცხადა გებრეიესუსმა. მან ბოლოს მსოფლიო საზოგადოებას ასევე მოუწოდა, რომ 2022 წლის ივლისის დასაწყისისთვის მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციის პროცესი დასრულდეს.



მსგავსი ინფორმაციები