მაჰმუდ აბასი ბენი განცს შეხვდა

მაჰმუდ აბასი ბენი განცს შეხვდა

1754141
მაჰმუდ აბასი ბენი განცს შეხვდა

პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბასი, ისრაელის თავდაცვის მინისტრ, ბენი განცს შეხვდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ განცმა წუხელ როშ ჰაიინში, საკუთარ სახლში პალესტინის სახელმწიფო მეთაურ აბასს უმასპინძლა. განცხადებაში ნათქვამია: „შეხვედრა დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არიან გააგრძელონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც აძლიერებს ნდობას პალესტინის სახელმწიფოს მეთაურის მიმართ. შეხვედრის დროს განხილულ იქნა როგორც თავდაცვის, ასევე სამოქალაქო საკითხები.“



მსგავსი ინფორმაციები