საფრანგეთი „ომიკრონ“ -ის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს
საფრანგეთი „ომიკრონ“ -ის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში 23 დეკემბერს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობამ დამატებითი ზომები მიიღო კოვიდ-19-ის ომიკრონის ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად. პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსისა და ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის მიერ გამოცხადებული ახალი ზომების თანახმად, დახურულ სივრცეებში იკრძალება 2000 ადამიანზე მეტის თავშეყრა, ღია სივრცეებში შეკრებილების რაოდენობა კი 5000-ს არ უნდა აჭარბებდეს. ქალაქის ცენტრში ნიღბების გამოყენება სავალდებულო იქნება და ყველა შესაძლო ადამიანი კვირაში მინიმუმ 3 დღე სახლიდან იმუშავებს. მოქალაქეების დაინფიცირებისგან დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, დამცავი ე.წ. „ბუსტერ“ დოზის გაკეთების პერიოდი 3 თვემდე მცირდება.
შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს საფრანგეთში 91 ათას 608 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
მსგავსი ინფორმაციები

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

მექსიკაში ბანდის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
მექსიკაში ბანდის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა