ბორელმა ევროპის უსაფრთხოების საკითხზე განცხადება გააკეთა

“კრემლის დამოკიდებულებამ უკრაინა-მოლდოვა-საქართველოსადმი შეარყია ევროპის უსაფრთხოება“

1751673
ბორელმა ევროპის უსაფრთხოების საკითხზე განცხადება გააკეთა

 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოსეფ ბორელმა განცხადება გააკეთა ორი შეთანხმების პროექტის ტექსტზე, რომელიც რუსეთმა აშშ-სა და ნატო-ს,  ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გაუფორმა. „დღეს ევროპის უშიშროებას საფრთხე ემუქრება, რადგან რუსეთის დამოკიდებულებამ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, შეარყია ევროპის უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი დისკუსია უნდა იყოს ინკლუზიური და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის უსაფრთხოება, ამიტომაც აქტიურ კონტაქტში უნდა ვიყოთ როგორც აშშ-თან, ასევე ნატოსთანაც,“ აღნიშნა ბორელმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ გასულ კვირას წარდგენილი ევროპული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებების პროექტების საპასუხოდ, ბრიუსელმა, ნატო-რუსეთის საბჭოს მოწვევის წინადადება წამოაყენა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ნატოს-თანაც და აშშ-თანაც უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალი წლის დასაწყისში გამართავენ.



მსგავსი ინფორმაციები