ინდოეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა

1750985
ინდოეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ხელისუფლების ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც გაჩნდა ინდოეთის ნავთობის კორპორაციის (IOC) ობიექტში ქალაქ ჰალდიაში, აღმოსავლეთ მედინიპურის რეგიონში.

ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ინდოეთის ნავთობის კორპორაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულები სამკურნალოდ Haldia-ს გადამამუშავებელ ქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები