გაერო, ლიბიის საკითხთან მიმართებაში გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებ

გაერო, ლიბიის საკითხთან მიმართებაში გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებ

1751203
გაერო, ლიბიის საკითხთან მიმართებაში გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებ

გაეროს მხარდაჭერის მისიამ ლიბიაში (UNSMIL), დედაქალაქ ტრიპოლში გუშინ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მოვლენები ახალ კონფლიქტში გადაიზარდოს.

UNSMIL-მა ტრიპოლის ზოგიერთ რაიონში სამხედრო ნაწილების განლაგებასა და ზოგიერთი ქუჩის მოძრაობისთვის გადაკეტვის შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი განვითარებული მოვლენების შესაძლო ახალ კონფლიქტებში გადაზრდისგან შიშობენ რა, მხარეებს საღი აზრით მოქმედებისკენ და გარდამავალი პერიოდისათვის შესაბამისი პირობების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

„მხარეებს მოვუწოდებთ იმოქმედონ საღი აზრით და შექმნან უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გარდამავალი პროცესის წარმატებულ წარმართვას და არჩევნების მშვიდ ატმოსფეროში ჩატარებას,“- ნათქვამია UNSMIL-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #ლიბია , #UNSMIL

მსგავსი ინფორმაციები