იაპონიაში ერთ-ერთ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 ადამიანი მძიმედ დაშავდა

იაპონიაში, ქალაქ ოსაკას ერთ-ერთ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 ადამიანი მძიმედ დაშავდა

1748821
იაპონიაში ერთ-ერთ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 ადამიანი მძიმედ დაშავდა

იაპონიაში, ქალაქ ოსაკას ერთ-ერთ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

კიტაშინჩის რაიონში, იაპონიის რკინიგზის ოსაკას სადგურთან, 6 სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე კლინიკაში ხანძარი გაჩნდა.

სააგენტო „კიოდოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში ადგილობრივი დროით 10:20 საათზე ათობით სახანძრო მანქანა მივიდა.

ხანძარი სწრაფად ჩააქრეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ის ცნობით, ხანძრის შედეგად 28 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

შტატის სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განგებ იყო გაჩენილი.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #კლინიკა , #ოსაკა , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები