რუსეთი გერმანიას ადეკვატურ პასუხს გასცემს

რუსეთი გერმანიას ადეკვატურ პასუხს გასცემს

1748407
რუსეთი გერმანიას ადეკვატურ პასუხს გასცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გერმანიის გადაწყვეტილებას 2 რუსი დიპლომატის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას ადეკვატურად უპასუხებენ.

სოციალურ ქსელში განცხადებების გაკეთებისას ზახაროვამ შეაფასა გერმანიის მიერ ბერლინში რუსეთის საელჩოში მომუშავე 2 დიპლომატის „არასასურველ პირებად“ გამოცხადება და აღნიშნა: „ბერლინის არამეგობრული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ამის შესახებ განცხადება მალე გაკეთდება“.

ცნობისათვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გუშინ განაცხადა, რომ ბერლინში რუსეთის საელჩოში მომუშავე 2 დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს.



მსგავსი ინფორმაციები