სტოლტენბერგმა და ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

სტოლტენბერგმა და ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

1748081
სტოლტენბერგმა და ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოსთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სიფხიზლისა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე.

სტოლტენბერგმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობისთვის იმყოფება.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათ განიხილეს შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მოქმედებები და დაამატა: "ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა ვიყოთ ფხიზლად და თავიდან ავიცილოთ დაძაბულობის ესკალაცია. მომავალში ნებისმიერი რუსული აგრესიის საფასური მძიმე იქნება და სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები ექნება რუსეთისთვის“.

მან საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ რუსეთის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ორ კანდიდატ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს თავისი ალიანსი, ხოლო რუსეთს არ აქვს უფლება უკარნახოს მათ ეს არჩევანი“.

„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე საზღვაო მხარდაჭერით, ერთობლივი წვრთნებითა და ინფორმაციის გაზიარებით.“ - თქვა სტოლტენბერგმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ძალზე მნიშვნელოვანია დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში.

„როგორც ომში გამოცდილი პარტნიორი, ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც დასრულდება საბოლოო წევრობით.“ - თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა.



მსგავსი ინფორმაციები