ევროპარლამენტში რუსეთის საკითხი განიხილეს

რუსეთის კონცენტრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს ხვალ  უყრიან კენჭს

1747982
ევროპარლამენტში რუსეთის საკითხი განიხილეს

 

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მოწვეულ ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში  ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მათ რუსეთის არმიის უკრაინის საზღვართან კონცენტრაციის საკითხიც განიხილეს და მიიღეს შეთანხმება,  რუსეთის მხრიდან  უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიული ქმედებების შემთხევაში, მოამზადონ და განახორიელონ სხვადასხვა სცენარი. მისივე თქმით, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს სიტუაციის დამძიმების გამო და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. “მოსკოვის განცხადებით ის, რაც ხდება საზღვრის რუსულ მხარეს, ნორმალურ სიტუაციას წარმოადგენს, ხოლო “ვაგნერის ჯგუფი“, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, თურმე არ არის რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო უსაფრთხოების კომპანიაა,“ აღნიშნა ბორელმა და დაამატა, რომ ევროკავშირს, რუსეთის აგრესიის შემთხევისათვის უკვე შემუშავებული აქვს სხვადასხვა სცენარი. ევროპარლამენტში რუსეთის არმიის უკრაინის საზღვარზე კონცენტრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს კი ხვალ  უყრიან კენჭს.



მსგავსი ინფორმაციები