ევროპაში მკვლელობები წლითიწლობით მატულობს

მკვლელობის უმეტესობა ცეცხსასროლი იარაღით განხორციელდა

1747448
ევროპაში მკვლელობები წლითიწლობით მატულობს

ევროპის უმეტეს ქვეყნებში 2015 წლის შემდეგ მკვლელობების მაჩვენებელში ზრდა დაფიქსირდა. ევროპის 6 ქვეყნის უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობების შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც კრიტერიუმად განისაზღვრა მკვლელობების რაოდენობა 100 ათას ადამიანზე გაანგარიშებით, 2000 წლიდან 2012 წლამდე ევროპის მასშტაბით მკვლელობის მაჩვენებელი შემცირდა და ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ ორ ქვეყანაში, უნგრეთში 5 პროცენტით და მონტენეგროში (ჩერნოგორიაში) 25 პროცენტით. მომდევნო, 2012 წლიდან 2015 წლამდე, მკვლელობების მაჩვენებელი ევროპის უმეტეს ქვეყნებში ძირითადად სტაბილური იყო, მაგრამ, 2015 წლიდან მკვლელობების მაჩვენებელმა მატება დაიწყო ევროპის მრავალ ქვეყანაში. ასე მაგალითად, უნგრეთში მკვლელობის მაჩვენებელი, რომელიც 2013 წელს 1,6 იყო 100 000 კაცზე, 2017 წელს 2,5-მდე გაიზარდა. დანიაში ეს მაჩვენებელი 0,5-დან 1,1-მდე,  ავსტრიაში 0,6-დან 1-მდე, გერმანიაში 0,8-დან 1,2-მდე, დიდ ბრიტანეთში 0,9-დან 1,2-მდე, საბერძნეთში 0,7-დან 1-მდე გაიზარდა. იტალიაში, ლუქსემბურგში, ბოსნია/ჰერცეგოვინაში, პორტუგალიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, სერბეთში, შვედეთსა და ხორვატიაში მკვლელობების 20-დან 40 პროცენტამდე ცეცხლსასროლი იარაღით იყო ჩადენილი.


საკვანძო სიტყვები: #მკვლელობა , #ევროპა

მსგავსი ინფორმაციები