ბორელმა და აბდულაჰიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ვენის მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდში “სწრაფი პროგრესი“ უნდა მოხდეს

1745174
ბორელმა და აბდულაჰიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანმა, ირანული მხარის მოთხოვნით, ბირთვული მოლაპარაკებების დაწყებამდე, რომელიც დღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაგრძელდება, სატელეფონო საუბარი გამართეს. ბორელმა  გამართული საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში არსებული თავის ანგარიშიდან გაავრცელა. “მე თეირანს ვუთხარი, რომ  ვენაში დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდში სწრაფი პროგრესი უნდა მოხდეს, რათა ბირთვული შეთანხმების აღდგენა შევძლოთ,“ აღნიშნა ბორელმა. როგორც ცნობილია მოლაპარაკებები ვენაში, რომლის დროსაც განიხილება ირანის მხრიდან ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების სრული შესრულება და აშშ-ის შეთანხმებაში დაბრუნება, დაახლოებით 5-თვიანი შესვენების შემდეგ 29 ნოემბერს განახლდა, ​​3 დეკემბერს კი მოლაპარაკებები შეწყდა. ირანის დელეგაციამ, ახალი ცვლილებები შეიტანა წინა მოლაპარაკებებში შეთანხმებულ პროექტში, რის გამოც ევროპული მხარეები თეირანს ადანაშაულებენ მოლაპარაკებებში "მკაცრი პოზიციის" გამოვლენაში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანი კი თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ პრობლემის მოგვარების ახალი წინადადებები, სრულიად თავსებადია ბირთვულ შეთანხმებასთან.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები