ახალი ზელანდია მომავალ თაობას ოფიციალურად აუკრძალავს თამბაქოს მოწევას

ახალმა ზელანდიამ გამოაცხადა, რომ მომავალ თაობას ოფიციალურად აუკრძალავს თამბაქოს მოწევას

1745166
ახალი ზელანდია მომავალ თაობას ოფიციალურად აუკრძალავს თამბაქოს მოწევას

ახალმა ზელანდიამ გამოაცხადა, რომ მომავალ თაობას ოფიციალურად აუკრძალავს მოწევას.

გადაწყვეტილების შესაბამისად, 14 წლამდე ასაკის პირები ქვეყანაში ლეგალურად თამბაქოს ვერ იყიდიან.

მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს „მოწევისგან თავისუფალ“ ახალ ზელანდიას თამბაქოს ყიდვის ასაკი ყოველწლიურად გაიზრდება.

მთავრობას სურს 4 წლის განმავლობაში მიაღწიოს არამწეველ მოსახლეობას. ამ მიმართულებით ქვეყანაში თამბაქოში ნიკოტინის დონე შემცირდა, თამბაქოს გამყიდველი მაღაზიების რაოდენობა შემცირდა და მეტი თანხები გადაეცა დამოკიდებულების სამკურნალო სერვისებს. შეზღუდვა არ იმოქმედებს ელექტრონული სიგარეტის პროდუქტებზე.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აიეშა ვერალმა განაცხადა: "დღეს ჩვენი ხალხისთვის ისტორიული დღეა. კანონის ამოქმედების დროს ის ვინც 14 წლის იყო, აქ კანონიერად ვერასოდეს იყიდის თამბაქოს სიცოცხლის ბოლომდე."

მწეველთა მაჩვენებელი ახალი ზელანდიის მოსახლეობაში 2010 წელს 18 პროცენტი იყო, მაგრამ 2018 წელს ეს მაჩვენებელი 11,6 პროცენტამდე შემცირდა.



მსგავსი ინფორმაციები