გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი გახდა
გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი გახდა
1744649

ბუნდესტაგში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად ახალ კანცლერად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) პარლამენტის წევრი და ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი აირჩიეს. კენჭისყრაში 707-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და ამათგან ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა.
გერმანიის ახალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2007-2009 წლებში შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო, ხოლო 2011-2018 წლებში ჰამბურგის შტატის პრემიერ-მინისტრი და 2018-2021 წლებში ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი.