გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოწოდება სომხეთს

„აზერბაიჯანელების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაცია აღკვეთე“

1744776
გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოწოდება სომხეთს

გაეროს საერთაშორის სასამართლო მოუწოდებს სომხეთს, აზერბაიჯანელების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაცია  აღკვეთოს. ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მდებარე, გაეროს სასამართლო ორგანომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „რასობრივი დისკრიმინაციის“ შემთხვევების  დროებითი განაჩენი გამოაცხადა, რომელშიც ნათქვამია: „სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევის საქმეებში. აზერბაიჯანის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ზოგიერთი ქმედება აზერბაიჯანელების წინააღმდეგ არღვევს კონვენციის სხვადასხვა მუხლს რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სომხეთის მხარემ, ზოგიერთი სომეხის მიერ ჩადენილი სიძულვილის და დისკრიმინაციის ქმედებები უნდა აღკვეთოს.“



მსგავსი ინფორმაციები